ის რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

04:33



სანამ სასურველ ვიზაჟისტთან მაკიაჟზე ჩავეწერებით.

ალბათ არცერთ თქვენგანს არ უფიქრია როდესაც სალონში მივდივართ თუ ვიზაჟისტი მოდის ჩვენთან, რამდენი დეტალია რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, როგორი პრესტიჟული სალონიც არ უნდა იყოს, როგორი კარგი ვიზაჟსტიც, ჰიგიენის ნორმებს სხვა რამ განსაზღვრავს.

მაგალითისთვის: ერთ-ერთი მაღაზიის გახსნაზე სადაც ვიზაჟი კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში,  კლიენტი დაინტერესდა ერთი და იგივე სპონჟს ხომ არ ვიყენებდი ყველა ადამიანზე. ავუხსენი, რომ  გამოიყენებოდა ერთჯერადი სპონჟი,  პომადის და ტუშის ფუნჯი.

პირვე რიგში დაინტერესდით,  სპონჟი უნდა იყოს ახალი, თქვენს თვალწინ გახსნას და არა გარეცხილი ან უკვე გამოყენებული სხვაზე. თუ გეტყვით, რომ სპონჟს საერთოდ არ იყენებს და ფუნჯით ანაწილებს ტონალურს მთლად უარესი, ტონალურის ფუნჯი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა ირეცხებოდეს ან სპეციალური ხსნარით იწმინდებოდეს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს უკვე გამოყენებული ფუნჯები ან მაკიჟის ღრუბელი.



მეორე დეტალია, ბინძური კოსმეტიკა, ერთმანეთში აზელილი ჩრდილები, პუდრები, რუჟი და ასე შემდეგ. როგორი ხარისხიანი და რა ბრენდის კოსმეტიკაც არ უნდა იყოს, როდესაც სუფთად არ გამოიყურება რა მნიშვნელობა აქვს მის მდგრადობას. რა თანხასაც არ უნდა იხდიდეთ და სადაც არ უნდა იკეთებდეთ, სამწუხაროდ უამრავი სალონი და სილამაზის ცენტრია სადაც არ იცავენ მინიმალურ ჰიგიენურ ნორმებს, მაგრამ უკვე იცით რა უნდა მოითხოვოთ როდესაც სასურველ ვიზაჟისტთან მიხვალთ: ახალი სპონჟი ან სუფთა ფუნჯი, გააჩნია რას იყენებს მუშაობის დროს - ინდივიდუალურია. ერთჯერადი ტუშის და პომადის ფუნჯები ან ასევე სუფთა სპეციალური ხსნარით გაწმენდილი. ლაინერის და პომადის ფუნჯი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა სუფთავდებოდეს და არა თვეში ერთხელ ან რამდნიმე ადამიანზე გამოყენების შემდეგ. განსაკუთრებით ისეთ სალონებში, სადაც რამდენიმე ვიზაჟისტი მუშაობს არ იცავენ მინიმალურ ჰიგიენურ ნორმებს. 



ახლა უკვე ვიცით, რომ კარგი მაკიაჟის, ხარისხიანი კოსმეტიკის და პროფესიონალი 
ვიზაჟისტის გარდა არსებობს მეოთხე მთავარი დეტალი - ჰიგიენის ნორმები 😊 

პ.ს. შეკითხვების შემთხვევაში მომწერეთ აქ ❤


თვალის ლაინერის მდგრადი ვერსიები

09:01




როდესაც საქმე ეხება ლაინერს, მე ვირჩევ არა თხევადს, არამედ კრემოვანი ტექსტურის. ბევრი თქვენთაგანი თავს არიდებს და ამჯობინებს თხევადს მისი მოსახერხებელი ფუნჯის გამო, თუმცა მე ვფიქრობ ლაინერის ეს ვერსიები არის კარგად გამოცდილი და ნამდვილად მდგრადი არა 6 ან 12 არამედ 24 საათის განმავლობაშიც კი, შეიძლება 2 დღეც კი გაგიძლოთ 😊 თუმცა მაკიაჟით დაძინება , რომ მავნე ჩვევააა ამაზე მოგვიანებით.



პირველი, რომლზეც არჩევანი შევაჩერე და გამოცდილია უამრავჯერ, ეს არის MAKE-UP ATELIER PARIS-ის გელ კონტური, ძალიან რბილი ტექსტურის, ადვილად იტუშება, ისმევა მშრალი წესით და გამოიყენება როგორც ზედა ქუთუთოზე ასევე თვალის შიდა მხარეს ლორწოვან გარსზე და რაღათქმაუნდა არის ჰიპოალერგიული. 

მეორე, კრემოვანი ლაინერის ალტერნატიული და ჩემი უსაყვარლესი ვერსიაა e.l.f. Cream Eyeliner .


პირველ რიგში მოყვება ფუნჯი, ისმევა ძალიან მარტივად, მალე შრება და არის ასევე მდგრადი 24 საათის განმავლობაში. წყალგამძლეა, ჰიპოალერგიული და რაც ყველაზე მთავარია მისი ხარისხი ასევე აღემატება ფასს, რისი აღმოჩენაც ასე ძალიან მიყვარს 😊 💗
რჩევა: ნებისმიერი კრემოვანი ლაინერის შემთხვევაში, გამოყენების დროს არ დატოვოთ თავ ღია მდგომარეობაში რათა დაიცვათ მალე გამოშრობისგან და დიდხანს გაგიძლოთ.


      



ტუში - ფუმფულა წამწამების შესახებ

11:36

 

...აქ უნდა ყოფილიყო წითელი პომადის პალიტრა 😊 შემდეგ პოსტი ტონალურ ფუძეზე და პრაიმერებზე, დიდი შესვენება, მაგრამ მოულოდნელად ტუშზე დავწერე. თვეზე მეტი დავაგვიანე ამის გაკეთება უამრავი მიზეზის გამო, თუმცა მიზეზები აღარ იარსებებენ 😊 ეს უბრალოდ ბლოგია, გოგოებზე, კოსმეტიკაზე, ვიზაჟის ტენდენციებზე და პოსტებზე რომელსაც მუსიკა მოყვება 😊 https://www.youtube.com/watch?v=OZr-9I9VtLU  💗

როდესაც საქმე ტუშს ეხება, მიყვარს ჩემი ფავორიტი პროდუქტის შესახებ მოყოლა და პირველ რიგში მეგობრებს ვამცნობ, ისევე როგორც ყველა გოგო, როცა რაღაც ახალს აღმოვაჩენთ გვინდა ყველამ გაიგოს, ბუნებრივია. წლების განმავლობაში ეს იყო MaxFactor, თუმცა ის ისევ რჩება ჩემს საყვარელ ბრენდად, ამაზე მოგვიანებით. 

ყოველთვის არსებობს ჰიტები, ბესტსელერი პროდუქტები, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალით გამოირჩევა, როგორც კი ნახავ ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულია. ის არაა ჩვეულებრივი თვალის ტუში, MAC-ის InstaCurl Lash.

არაა საჭირო ფუნჯის ძალიან ბევრჯერ გამოყენება, რასაც ხშირად ვაკეთებთ ხოლმე მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, მხოლოდ 2 ჯერ აპრეხვაც საკმარისია იდეალური ეფექტისათვის და მთელი დღის განმავლობაში კომპლიმენტების მისაღებად, თუ როგორი ბუნებრივი და საოცრად სრულყოფილია ჩვენი წამწამები 😊  რასაც ასევე განაპირობებს მისი ფუნჯის უნიკალურობა.



თუ თქვენთვის ბრენდს აქვს მნიშვნელობა და რამდენიმე წამში მიღებულ ეფექტს, მაშინ სწორედ ეს არის MAC-InstaCurl Lash. მოცულობა, სიგრძე და გამძლეობა დღის ბოლომდე.
           
როცა ბაზარი გაჯერებულია უამრავი სხვადასხვა ფირმის პროდუქციით რთულია არჩევანის გაკეთება და სწორედ ამ დროს არსებობს, ამ შემთხვევაში თვალის ტუში, რომელსაც ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას, არადა მისი სტენდი თითქმის ყველგანაა.
MAYBELLINE-Lash Sensational Waterproof. 


იდეალურად აცალკევებს წამწამებს და ეფექტია თითქოს რამდენიმე ფენა წამწამებია მისი სილიკონის ფუნჯის დახმარებით. წყალგამძლე და რაც მთავარია ხარისხი ბევრად აღემატება მის ფასს. როდესაც ჩემს მაკიაჟის ქეისში იმდენი ტუშია დაგროვილი, მე რეკომენდაციას ვუწევ ამ უკანასკნელს, მისი ხელმისაწვდომობის და ხარისხის გამო. 

რატომ პირველივე პოსტი ტუშზე?:) მე ძალიან მიყვარს ის და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია მაკიჟის და არა მარტო მაკიჟის სრულყოფისთვის, თუნდაც თქვენ არასოდეს იყენებდეთ კოსმეტიკას, აუცილებელი ნივთია. 


   

Popular Posts

Like us on Facebook

Flickr Images