ტუში - ფუმფულა წამწამების შესახებ
11:36
...აქ უნდა ყოფილიყო წითელი პომადის პალიტრა 😊 შემდეგ პოსტი ტონალურ ფუძეზე და პრაიმერებზე, დიდი შესვენება, მაგრამ მოულოდნელად ტუშზე დავწერე. თვეზე მეტი დავაგვიანე ამის გაკეთება უამრავი მიზეზის გამო, თუმცა მიზეზები აღარ იარსებებენ 😊 ეს უბრალოდ ბლოგია, გოგოებზე, კოსმეტიკაზე, ვიზაჟის ტენდენციებზე და პოსტებზე რომელსაც მუსიკა მოყვება 😊 https://www.youtube.com/watch?v=OZr-9I9VtLU 💗
როდესაც საქმე ტუშს ეხება, მიყვარს ჩემი ფავორიტი პროდუქტის შესახებ მოყოლა და პირველ რიგში მეგობრებს ვამცნობ, ისევე როგორც ყველა გოგო, როცა რაღაც ახალს აღმოვაჩენთ გვინდა ყველამ გაიგოს, ბუნებრივია. წლების განმავლობაში ეს იყო MaxFactor, თუმცა ის ისევ რჩება ჩემს საყვარელ ბრენდად, ამაზე მოგვიანებით.
ყოველთვის არსებობს ჰიტები, ბესტსელერი პროდუქტები, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალით გამოირჩევა, როგორც კი ნახავ ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულია. ის არაა ჩვეულებრივი თვალის ტუში, MAC-ის InstaCurl Lash.
არაა საჭირო ფუნჯის ძალიან ბევრჯერ გამოყენება, რასაც ხშირად ვაკეთებთ ხოლმე მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, მხოლოდ 2 ჯერ აპრეხვაც საკმარისია იდეალური ეფექტისათვის და მთელი დღის განმავლობაში კომპლიმენტების მისაღებად, თუ როგორი ბუნებრივი და საოცრად სრულყოფილია ჩვენი წამწამები 😊 რასაც ასევე განაპირობებს მისი ფუნჯის უნიკალურობა.
თუ თქვენთვის ბრენდს აქვს მნიშვნელობა და რამდენიმე წამში მიღებულ ეფექტს, მაშინ სწორედ ეს არის MAC-InstaCurl Lash. მოცულობა, სიგრძე და გამძლეობა დღის ბოლომდე.
როცა ბაზარი გაჯერებულია უამრავი სხვადასხვა ფირმის პროდუქციით რთულია არჩევანის გაკეთება და სწორედ ამ დროს არსებობს, ამ შემთხვევაში თვალის ტუში, რომელსაც ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას, არადა მისი სტენდი თითქმის ყველგანაა.
MAYBELLINE-Lash Sensational Waterproof.
იდეალურად აცალკევებს წამწამებს და ეფექტია თითქოს რამდენიმე ფენა წამწამებია მისი სილიკონის ფუნჯის დახმარებით. წყალგამძლე და რაც მთავარია ხარისხი ბევრად აღემატება მის ფასს. როდესაც ჩემს მაკიაჟის ქეისში იმდენი ტუშია დაგროვილი, მე რეკომენდაციას ვუწევ ამ უკანასკნელს, მისი ხელმისაწვდომობის და ხარისხის გამო.
რატომ პირველივე პოსტი ტუშზე?:) მე ძალიან მიყვარს ის და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია მაკიჟის და არა მარტო მაკიჟის სრულყოფისთვის, თუნდაც თქვენ არასოდეს იყენებდეთ კოსმეტიკას, აუცილებელი ნივთია.
0 comments