ის რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

04:33



სანამ სასურველ ვიზაჟისტთან მაკიაჟზე ჩავეწერებით.

ალბათ არცერთ თქვენგანს არ უფიქრია როდესაც სალონში მივდივართ თუ ვიზაჟისტი მოდის ჩვენთან, რამდენი დეტალია რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, როგორი პრესტიჟული სალონიც არ უნდა იყოს, როგორი კარგი ვიზაჟსტიც, ჰიგიენის ნორმებს სხვა რამ განსაზღვრავს.

მაგალითისთვის: ერთ-ერთი მაღაზიის გახსნაზე სადაც ვიზაჟი კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში,  კლიენტი დაინტერესდა ერთი და იგივე სპონჟს ხომ არ ვიყენებდი ყველა ადამიანზე. ავუხსენი, რომ  გამოიყენებოდა ერთჯერადი სპონჟი,  პომადის და ტუშის ფუნჯი.

პირვე რიგში დაინტერესდით,  სპონჟი უნდა იყოს ახალი, თქვენს თვალწინ გახსნას და არა გარეცხილი ან უკვე გამოყენებული სხვაზე. თუ გეტყვით, რომ სპონჟს საერთოდ არ იყენებს და ფუნჯით ანაწილებს ტონალურს მთლად უარესი, ტონალურის ფუნჯი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა ირეცხებოდეს ან სპეციალური ხსნარით იწმინდებოდეს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს უკვე გამოყენებული ფუნჯები ან მაკიჟის ღრუბელი.



მეორე დეტალია, ბინძური კოსმეტიკა, ერთმანეთში აზელილი ჩრდილები, პუდრები, რუჟი და ასე შემდეგ. როგორი ხარისხიანი და რა ბრენდის კოსმეტიკაც არ უნდა იყოს, როდესაც სუფთად არ გამოიყურება რა მნიშვნელობა აქვს მის მდგრადობას. რა თანხასაც არ უნდა იხდიდეთ და სადაც არ უნდა იკეთებდეთ, სამწუხაროდ უამრავი სალონი და სილამაზის ცენტრია სადაც არ იცავენ მინიმალურ ჰიგიენურ ნორმებს, მაგრამ უკვე იცით რა უნდა მოითხოვოთ როდესაც სასურველ ვიზაჟისტთან მიხვალთ: ახალი სპონჟი ან სუფთა ფუნჯი, გააჩნია რას იყენებს მუშაობის დროს - ინდივიდუალურია. ერთჯერადი ტუშის და პომადის ფუნჯები ან ასევე სუფთა სპეციალური ხსნარით გაწმენდილი. ლაინერის და პომადის ფუნჯი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა სუფთავდებოდეს და არა თვეში ერთხელ ან რამდნიმე ადამიანზე გამოყენების შემდეგ. განსაკუთრებით ისეთ სალონებში, სადაც რამდენიმე ვიზაჟისტი მუშაობს არ იცავენ მინიმალურ ჰიგიენურ ნორმებს. 



ახლა უკვე ვიცით, რომ კარგი მაკიაჟის, ხარისხიანი კოსმეტიკის და პროფესიონალი 
ვიზაჟისტის გარდა არსებობს მეოთხე მთავარი დეტალი - ჰიგიენის ნორმები 😊 

პ.ს. შეკითხვების შემთხვევაში მომწერეთ აქ ❤


You Might Also Like

0 comments

Popular Posts

Like us on Facebook

Flickr Images